"მერმა სხდომაზე მოიყვანა ზონდერები, დაიწყეს "კაჩავი" და დადგეს კონცერტი" - ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში
ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში - სხდომა ჩაიშალა.
სხდომათა დარბაზში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და პარტია „ახალის“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებაში მონაწილეობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერიაც. სხდომას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პლაკატებით რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.
ზონდერი ქალაქის მერი საკრებულოს სხდომაზე მოვიდა მუქარით, მოიყვანა ზონდერ ჯგუფები, რომლებიც ყოველთვის არბევენ საარჩევნო უბნებს და დაიწყეს, ბოდიშს ვიხდი სლენგისთის "კაჩავი". საკრებულოს სხდომა არ შედგა, იმიტომ, რომ მათ არ ეყოთ ძალა, რომ ბოკლომდე მიეყვანათ მათ მიერ დაწყებული იმპიჩმენტი. თავიანთი დამარცხების არაღიარების სანაცვლოდ მოაწყვეს კონცერტიმ, ეს არის სულ", - ამბობს "ახალის" წევრი მაია კალანდია.
დღევანდელ სხდომაზე უნდა განეხილათ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკრებულოს ცხრა პოლიტიკური თანამდებობის პირის იმპიჩმენტი.
სხდომაზე მივიდნენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, თუმცა მათ რეგისტრაცია არ გაიარეს, შესაბამისად კვორუმი ვერ შედგა.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 45 წევრიდან „ქართული ოცნებას“ 20 წარმომადგენელი ჰყავს, იმპიჩმენტისთვის კი 23 ხმა საჭირო.