ლაშა ტყეშელაძე: არ არსებობს არავითარი სისხლის სამართლის საქმე, რომ დღეს ტიტე გედენიძე დაბარებული იყოს მაგისტრ მოსამართლესთან, მაგისტრ მოსამართლეს არ უნდა დაეშვა შუამდგომლობა
„არ არსებობს არავითარი სისხლის სამართლის საქმე, რომ დღეს ტიტე გედენიძე დაბარებული იყოს მაგისტრ მოსამართლესთან. მაგისტრ მოსამართლეს არ უნდა დაეშვა შუამდგომლობა, მაგრამ ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მათ სურთ სისტემურად დააშინონ ადამიანები, რაშიც ჩართულია შსს, სასამართლო და ცდილობენ, რომ თითქოს და აქციაზე დგომა, თავისუფალი ნების გამოხატვა არის დანაშაული," - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ გააკეთა.
ის ტიტე გედენიძის გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება:
„ტიტე გედენიძე დაიბარეს მაგისტრ მოსამართლესთან, არ არსებობს არავითარი სისხლის სამართლის საქმე ,რომ დღეს ტიტე დაბარებული იყოს მაგისტრ მოსამართლესთან .მაგისტრ მოსამართლეს არ უნდა დაეშვა ის შუამდგომლობა,რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუშვა. მაგრამ ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მათ სურთ სისტემურად დააშინონ ადამიანები და ამაში ჩართულია შსს, სასამართლო და ცდილობენ ,რომ თითქოს და აქციაზე დგომა,თავისუფალი ნების გამოხატვა არის დანაშაული ,მაგრამ როდესაც არის კონსტიტუცია,სადაც წერია, რომ ადამიანების აქციაზე ყოფნა არ არის დანაშაული, ამ ადამიანებს ვერავინ ვერასოდეს ვერ შეაშინებს. რაც შეეხება კითხვებს , ყოველთვის არის კითხვები თითქოს ეს ადამიანები იდგნენ თუ არა აქციაზე და ა.შ. აქედან გამომდინარეობს ის ტესტი .ეს არ არის სამართლებრივი სასამართლო და ეს არ არის სამართალთან კავშირში .ყველამ კარგად იცის ,რომ არ უკავშირდება არავითარ დანაშაულს ან თითქოს ეს ყბადაღებული თემა ,რომ თითქოს ორგანიზატორია ,ყველა ადამიანს ყოველთვის შეუძლია დააორგანიზონ სხვადასხვა საკითხები და თავისუფლად,მშვიდობიანად გამოხატონ თავისი პროტესტი.არც ეგ არ არის დანაშაული .აქედან ვერც ერთ ადამიანს ვერ გამოტეხავენ,რადგან ეს ადამიანები მაგისტრ მოსამართლესთან მოსულები არიან სიმართლის სათქმელად აქედან გამომდინარე უნდათ ,რომ ეს საქმეები პოლიტიკურად აწარმოონ სასამართლოში. მე მაგისტრ მოსამართლეებს ვთხოვ და მოვუწოდებ ,რომ აღნიშნული საქმეები ,როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო შემოიტანს აღარ დაუშვან, რადგან კონსტიტუციით არის გარანტირებული უფლებები ,რომ ამ ადამიანებმა თავისუფლად გამოხატონ თავიანთი უფლებები, იქნება ეს აქციაზე თუ სხვა გარემოებებში," - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.