"კობახიძე გვარით ქართველი რუსია" - ქართველი ჯარისკაცების პასუხი ფრონტის ხაზიდან
პასუხი ფრონტის ხაზიდან ირაკლი კობახიძეს - ქართველი ჯარისკაცებს, ვინც უკრაინული მიწების დასაცავად ომის პირველივე დღიდან იბრძვიან, პრემიერის განცხადებები სასაცილოდაც არ ჰყოფნით.
ვაგრძლებეთ ერის მარადიულ ბრძოლას, ხელს ვერ შეგვიშლით - ეუბნებიან რუსული კანონიის მომხრეე პრემიერს, რომელლიც არასდროს უშვებს შანს, რომ უკრაინის ხელისუფლებაზე იერიში არ მიიტანოს.
კობახიძე არის გვარით ქართველი რუსი ადამიანი და რუსი პოლიტიკოსი, ასე რომ ლაპარაკი იმაზე, რომ უკეთე განცხადებას გაკეთებდა საქართველოსთვის, მაგის ილუზია არ გვქონდა ნამდვილად. კობახიძემ გააკეთა ის, რისი დირექტივაც მიიღო რუსეთიდან", - ამბობს მამუკა მამულაშვილი.
უკრაინაში მებრძლი ვანო ნადრიაძე კობახიძეს ტერორისტების სიაში მოიაზრებს და ამბობს, რომ საქართველოს პრემიერი მათი მსგავსია, ვის გევრდითაც თეირანში იდგა.
ასეთი განცხადებები უკრაინასთან მიმართებით კობახიძისგან ჩემთვის უცხო არ არის. ხელისუფლებამ ღიად განაცხადა, რომ რუსული კურსი აქვს და კობახიძეს, პირდაპირ ვიტყვი, რომ არის იმ ტერორისტების სიაში, თეირანში რომ იდგა, იმათ დონეზეა. ქვეყანაზე და ჩვენს სამშობლოს იმიჯზე მოქმედებს ის, რომ ხელისუფლება გვყავს პრორუსული. ჩვენზე, მეომრების განწყობაზე ეს არ მოქმედებს, იმიტომ, რომ უკრაინელი ხალხი ხედავს ჩვენს თავგანწირვას, ჩვენს ბრძოლას, გვაფასებს და ვუყვარვართ"- ამბობს ვანო ნადირაძე.
კობახიძის ბოლო განცხადებები უკვე დაგმო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. განცხადებებს, რომ თითქოს უკრიანაში ხელსუფლებებს გარე ძალები ნიშნავენ, დმიტრო კულებას უწყება რუსული სტილის ბრძოლას უწოდებს და კობახიხესა და კრემლის მსახურებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს.