მსგავსი უზნეო ქმედება, შვილის ფაქტორის გათვალისწინებით, დამახასიათებელია სწორედაც რომ რუსული სპეცსამსახურებისთვის - ქარდავა

31.05.24 19:15
მსგავსი უზნეო ქმედება, შვილის ფაქტორის გათვალისწინებით, დამახასიათებელია სწორედაც რომ რუსული სპეცსამსახურებისთვის - ქარდავა

მუქარის შემცველი ზარებვი გრძელდება - დაურეკეს  ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას.

დეპუტატი წერს, რომ დაუდგენელმა პირებმა მის შვილს ღამის სამ საათზე დაურეკეს დაშინების მიზნით. ქარდავას ინფორმაციით, ნომერი, საიდანაც მისი ოჯახის წევრს დაუკავშირდნენ, რეგისტრირებული არ არის.

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მომხდარს განიხილავს, როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერსა და მთლიანად პარტიაზე ზეწოლის უსუსურ მცდელობას მისი ანტირუსული პოლიტიკისა და რუსული ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციის გამო" - წერია განცხადებაში.

2024 31 მაისს, ღამის 3 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას ქალიშვილს, მის კუთვნილ ტელეფონზე, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, დაშინების მიზნით დაურეკა. ქართულ მობილურ პროვაიდერებთან გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტელეფონის ნომერი არ არის მათთან რეგისტრირებული.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მომხდარს განიხილავს, როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერსა და მთლიანად პარტიაზე ზეწოლის უსუსურ მცდელობას მისი ანტირუსული პოლიტიკისა და რუსული ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციის გამო. მსგავსი უზნეო ქმედება, შვილის ფაქტორის გათვალისწინებით, დამახასიათებელია სწორედაც რომ რუსული სპეცსამსახურებისთბის, რომელიც, როგორც სჩანს , საქართველოშიც კარგად აითვისეს. 
დამკვეთებს შევახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მისი არსებობის ასზე მეტი წლის განმავლობაში ყოველთვის ებრძოდა რუსეთის ოკუპაციას და მის საოკუპაციო რეჟიმებს. შესაბამისად ამგვარი უსუსური და სამარცხვინო მეთოდებით ჩვენი პოზიციის ცვლილება ან რაიმე სახით ჩვენიბაქტივობის შენელება სასაცილოა. უახლოეს მომავალში დაგეგმილია პარტიის წარმომადგენელთა ვიზიტი აშშ-ში სადაც შედგება შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან და ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის!
ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლებს შევახსენებთ, რომ აღნიშნული ფაქტი არის სისხლის სამართლის დანაშაული და მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ იქნეს გამოვლენილი ზემოხსენებული აქტის როგორც შემსრულებელი, ასევე დამკვეთი," - წერია განცხადებაში.