გომელაურმა პოლიციის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე პრეზიდენტი არ მიიწვია

31.05.24 19:39
გომელაურმა პოლიციის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე პრეზიდენტი არ მიიწვია

 

გომელაურმა პოლიციის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე პრეზიდენტი არ მიიწვია. ინფორმაცია "პირველებს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც შს მინისტრმა პრეზიდენტი არ მიიწვია ღონისძიებაზე. 6-წლიანი პრეზიდენტობის პერიოდში სალომე ზურაბიშვილი დაესწრო პოლიციელის დღის აღსანიშნად გამართულ ყველა ღონისძიებას, მათ შორის კორონავირუსის პერიოდში. ერთადერთი გამონაკლისი 2023 წელი იყო, როდესაც სალომე ზურაბიშვილი პოლიციის დღეს ვერ დაესწრო, რადგან ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, თუმცა მაშინ მან სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და პოლიციას პროფესიული დღე მიულოცა.

31 მაისს პოლიციის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წინ საზეიმო ღონისძიება გაიმართება.