ლიეტუვაში ჩვენი ელჩის დაბარება თავხედობაა და მეტი არაფერი - კობახიძე
ლიეტუვაში როდესაც იბარებენ საქართველოს ელჩს საქართველოში კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ეს, რა თქმა უნდა, საჭიროებს რეაგირებას. ეს არის უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გუშინ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია - ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს 29 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
"საქართველოს მხარეს ვართ" - ესტონეთის, ისლანდიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები პარლამენტთან იმყოფებოდნენ. "ჩვენ არასდროს მიგატოვებთ" - უთხრა რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.