პრეზიდენტი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდეთ, ისევ მას გავუფრთხილდით და მაგიტომ არ დავპატიჟეთ - გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტან გომელაური ამტკიცებს, რომ პოლიციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტი იმიტომ არ დაპატიჟეს, რომ მას გაუფრთხილდნენ, რადგან არ უნდოდათ სალომე ზურაბიშვილი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო.
იცით, ჩემი მიდგომა. რა გადაწყვეტილებაც მიიღო ქალბატონმა პრეზიდენტმა, მე ვფიქრობ, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდეთ და ისევ ქალბატონ პრეზიდენტს გავუფრთხილდით იქიდან გამომდინარე. იქიდან გამომდინარე რაც მოხდა და როგორც მოხდა, მე ვერ წარმომიდგენია, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტმა შეიწყალოს პოლციიელის მკვლელი, მართლა ვერ წარმომიდგენია და მეორე კიდე მკვლელობის მცდელობა იყო, ადამიანს ცოცხლად წვავდა. აქედან გამომდინარე პოლიციელებთანაც უხერხულობა რომ არ შექმნილიყო, არ დავპატიჟეთ ქალბატონი პრეზიდენტი", - ამბობს გომელაური.
ცნობისთვის, 31 მაისს პოლიციის დღე აღინიშნება, სადაც გომელაურმა პრეზიდენტი არ მიიწვია. ინფორმაცია "პირველებს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.