"ნატო ომს უახლოვდება" - ორბანი

31.05.24 23:37
"ნატო ომს უახლოვდება" - ორბანი

ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ ნატო უკრაინის ომში მეტად ჩართვას გეგმავს. ეს განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პარასკევს, 31 მაისს გააკეთა.

ნატო ომს ყოველ კვირა უფრო და უფრო უახლოვდება - თქვა ორბანმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას პრაღაში.

ნატოს პრაღის მინისტერიალზე მინისტრები სწორედ უკრაინის სამხედრო დახმარების შესაძლებლობებს განიხილავდნენ.

"უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. ეს ასევე მოიცავს რუსეთის შიგნით ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლებას", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა.