რატომ არ დაპატიჟეს პოლიციის დღეზე პრეზიდენტი - მინისტრთა კაბინეტი "პირველების" კითხვებს არ პასუხობს

01.06.24 11:35
რატომ არ დაპატიჟეს პოლიციის დღეზე პრეზიდენტი - მინისტრთა კაბინეტი "პირველების" კითხვებს არ პასუხობს

რატომ არ დაპატიჟეს პოლიციის დღეზე პრეზიდენტი - რუსული კანონის მიმღები ხელისუფლება შურისძიებას განაგრძობს.

მთავარსარდალი, რომელიც ღონისძიებას ყოველწლიურად ესწრებოდა, გუშინ არავის დაუნახავს. "პირველების" კითხვაზე, თუ რატომ არ მიიწვიეს სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე, მინისტრთა კაბინეტი დუმს.

"ტვ პირველის" კორესპონდენტის შეკითხვებს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გაურბოდნენ.

პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მედიის ობიექტივში ვერ მოხვდნენ ვერც დიპლომატები. გომელაური ამტკიცებდა, რომ ზოგმა ვერ მოიცალა, ზოგს სურდო ჰქონდა, ნაწილი კი თავს კარგად ვერ გრძნობდა.