"ოცნებისთვის" შურისძიების წყურვილის გამო სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიშების მიტანა დამახასიათებელია - სიორიძე
"ოცნებისთვის" პიროვნული მიზეზების გამო სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიშის მიტანა დამახასიათებელია" - ასე ეხმაურება "ლელოს" წევრი, გიორგი სიორიძე პოლიციის დღისათვის მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტის არ დაპატიჟებას.
სიორიძე აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდმა სალომე ზურაბიშვილზე შური იძია, რადგან პრეზიდენტი მათი ინტერესების სასარგებლოდ არ მოქმედებს.
"ქართული ოცნებისთვის" დიდი ხანია, რაც დამახასიათებელია პიროვნული მიზეზების გამო, შურისძიების წყურვილის გამო სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიშების მიტანა. ეს ჯერ კიდევ გასული პრეზიდენტიდან მოყოლებული დაიწყო. თუ არ მოსწონთ ამა თუ იმ პირის ქმედებები, რომლებიც მათ მიზნებთან არ არის შესაბამისობაში, ისინი ცვლიან კონსტიტუციას, თუ მათ ეს ძალუძთ", - ამბობს გიორგი სიორიძე.
რატომ არ დაპატიჟეს პოლიციის დღეზე პრეზიდენტი - რუსული კანონის მიმღები ხელისუფლება შურისძიებას განაგრძობს.
მთავარსარდალი, რომელიც ღონისძიებას ყოველწლიურად ესწრებოდა, გუშინ არავის დაუნახავს. "პირველების" კითხვაზე, თუ რატომ არ მიიწვიეს სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე, მინისტრთა კაბინეტი დუმს.