იძებნება ირაკლი ღარიბაშვილი - სად არის "ოცნების" თავმჯდომარე

01.06.24 13:41
იძებნება ირაკლი ღარიბაშვილი - სად არის "ოცნების" თავმჯდომარე

იძებნება ირაკლი ღარიბაშვილი - რუსული კანონის მიღების შემდეგ გადაყენებული პრემიერი, ფაქტობრივად, გაუჩინარებულია.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე თანაპარტიელებთან ერთად საჯაროდ აღარ ჩნდება. ღარიბაშვილი პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეც იყო დაპატიჟებული, თუმცა ივანიშვილის მთავრობისა და რუსული კანონის მიმღები დეპუტატების გვერდით ის არავის დაუნახავს.

ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ღარიბაშვილსა და "ოცნებას" შორის დიდი გაუცხოებაა დაწყებული. ყველას კარგად ახსოვს, რას ამბობდა გადაყენებული პრემიერი რუსული კანონის შესახებ ჯერ კიდევ მის მიღებამდე. ყოფილი პრემიერი, ფაქტობრივად, მიანიშნებდა, რომ ეს კანონი ქვეყანას არ სჭირდება.