რა მინის დაზიანება? რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა?! - ხაბეიშვილი ენმ-ის ოფისზე თავდასხმის გამოძიებაზე
"რა მინის დაზიანება? რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა?!" - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარტიის ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას.
ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გამოძიება ორგანიზებული თავდასხმის მუხლით უნდა დაწყებულიყო.
მუხლი 224. ბანდიტიზმი - მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) შექმნა ან ხელმძღვანელობა პირზე ან ორგანიზაციაზე თავდასხმის მიზნით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 12-20 წლამდე. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა მინის დაზიანება? რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა?!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გულგრილობა ორგანიზებულ დანაშაულზე - გომელაურის უწყებამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მხოლოდ მინის ჩამსხვრევა დაინახა და გამოძიებაც სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. არადა სახეზეა სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაულების მთელი კრებული. დანაშაული კი ჯგუფურად იყო ორგანიზებული, რაც დამამძიმებელი გარემოებაა.
ფაქტებით და კადრებით დგინდება, რომ ნაციონალური მოძრაობისას ოფისის დარბევაში 100-მდე ნიღბიანი ბანდის წევრი მონაწილეობდა. თავდასხმა ორგანიზებულად, რკინებით, ქვებით და ხის შუბებით მოხდა.