ეუთო/ოდირის დოკუმენტისთვის სამართლებრივი ღირებულების დაკარგვა რუსული სპეცოპერაციის პროპაგანდისტული მხარეა - გეგელია

01.06.24 14:33
ეუთო/ოდირის დოკუმენტისთვის სამართლებრივი ღირებულების დაკარგვა რუსული სპეცოპერაციის პროპაგანდისტული მხარეა - გეგელია

"ლელო საქართველოსთვის" წევრი, გრიგოლ გეგელია მმართველ პარტიას კრემლის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდის მიერ ეუთო/ოდირის დოკუმენტისთვის სამართლებრივი ღირებულების დაკარგვა რუსული პროპაგანდაა.

გეგელია ქართველ ხალხს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ დროა, "ოცნებამ" ძალაუფლება დაკარგოს და საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს.

საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ევროპული პარლამენტის, ეუთო/ოდირის, ევროპული კომისიის და სხვა საერთაშორისო პარტნიორების აზრს არ გააჩნია არავითარი ფასი. ეს არის რუსული სპეცოპერაციის პროპაგანდისტული მხარე. ჩვენ ყველა პარტნიორზე იმის თქმა, რომ მათ არ გააჩნიათ ფასი, არ გააჩნიათ წონა, რომ მათი აზრი არ იქნება გათვალისწინებული, ეს არის რუსეთის სამსახურში ყოფნის მკაფიო გამოხატულება. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს გვმართავენ რუსები, რომლებიც 26 ოქტომბერს უნდა გადავაჩვიოთ და გავაგრძელოთ ამ ქვეყნის ევროპული პრინციპებით მართვა", - ამბობს გეგელია.

ეუთო/ოდირის დოკუმენტი არ ეფუძნება არავითარ სამართლებრივ არგუმენტებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.