ეს არის შეშინებული ხელისუფლების სახე, რომელიც ცდილობს, ოპონენტს ძალის გამოყენებით ელაპარაკოს - ჯანაშია

01.06.24 17:41
ეს არის შეშინებული ხელისუფლების სახე, რომელიც ცდილობს, ოპონენტს ძალის გამოყენებით ელაპარაკოს - ჯანაშია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თემურ ჯანაშია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისზე თავდასხმის უკან ივანიშვილის გუნდს ხედავს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მმართველ პარტიას "შეშინებულს" უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებზე ანგარიშსწორება, მხოლოდ და მხოლოდ, რუსეთში ხდება.

ეს არის შეშინებული ხელისუფლების სახე, რომელიც ცდილობს, ოპონენტს არა არგუმენტებით, არამედ ძალის გამოყენებით ელაპარაკოს. ასე იქცევა ტოტალიტარული რეჟიმები. ასე იქცევიან რუსეთში. დაშინების არავის არაფერი არ ეტყობა აქ. ბევრი მაქვს ნანახი, ბევრი არჩევნები, მაგრამ მსგავსი, რომ ოფისში შემოვარდნილიყვნენ ორგანიზებულად, ასეთი რამ მართლა პირველად არის", - ამბობს თემურ ჯანაშია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისს თავს შუაღამისას დაესხნენ - პარტიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ შენიღბული პირები კახეთის გზატკეცილზე ჯგუფურად გამოჩნდნენ.

ქვებით და ხის შუბებით კუნთმაგარმა ბიჭებმა ოპოზიციური პარტიის შტაბი ნამდვილ საბრძოლო პოლიგონად გადააქციეს. ჩაამსხვრიეს მინები და პარტიის წევრებზე ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ.