როგორ გააფორმეს საქართველოს ღალატის აქტი

01.06.24 20:53
როგორ გააფორმეს საქართველოს ღალატის აქტი

 

როგორ გააფორმეს საქართველოს ღალატის აქტი და რაზე გაცვალეს საქართველოს ევროპული გზა. 

"შაბათის ეთერის" დოკუმენტური კადრები, სიტყვებზე მეტს მოგიყვებუიან, თუ რა ხდებოდა პარლამენტში რუსული კანონის საბედისწერო კენჭისყრის მომენტში.

ნიღბიანები პარლამენტის დერეფნებში იდგნენ, უფორმოები სხდომათა დარბაზის შესასვლელებთან.

კამერებს იმ დღეს ყველა სწრაფი ნაბიჯებით გაურბოდა. ამ დღეს ეს ხალხი საქართვეელოს ვეროპული კურსის განადგურებას აძლევდა ხმას, ყველა ნერვებზე იყო. პარტიასა და სამშობლოს შორის არჩევანს პარტიის სასარგებლოდ აკეთებდნენ, ამიტომ სათქმელიც არაფერი ჰქონდათ. 

"ქართული ოცნების" დეპუტატების დიდი ნაწილი აფორიაქებული იყო.. ჯგუფ-ჯგუფად დაყოფილები სხდომათა დარბაზში ერთანეთის გამოსვლებსაც არ უსმენდნენ და ერთმანეთის დამშვიდებით იყვენენ დაკავებულებული.  ნერვიულობა ყველაზე მეტად მილიონერ დეპუტატებს ეტყობოდათ. ანტონ ობოლაშვილი და გიორგი ბარვენაშილი განუწყვეტლივ ლაპარაკობდნენ.

ნერვიულობა ეტყობოდა ირმა ზავრდავილის. მას სხდომათა დაბრაზში ადგილის მოძებნა უჭირდა. პერიოდულად ქალბატონ ირმას ქალაბატნი რიმა ამშვიდებდა.

საბედისწერო წუთებში მძიმე დღეში იყო გაგა კახიანი, განცდებს ვერც არჩილ თალაკვაძე მალავდა.
ხატია წილოსანს არ დაუმალას, რომ რუსულ კანონს ხმა გუნდის მოთხონვით მისცა. ვერც ერთი დეპუტატი ვერ ამბობდა, რომ მათ გადაწყვეტილებას მხარს მათი შვილები უჭერედნენ.

ყველაზე ბოლოს კენჭისყრაზე გია ცაგარეიშვილი  შევიდა. მისი შვილი ქუჩის აქციების აქტიური მხარდამჭერი და მამის მიღებული რუსული კანონის მოწინააღმდეგეა. 

"შაბათის ეთერის" ყურადღება ხალხის ძალის დეპუტატებმაც მიიქციეს.  სხდომათა დარბაზის კართან სოზარ სუბარი და ეკა სეფაშვილი იდგენენ, რომლებიც დიდხანს ბჭობდნენ. მოგვიანებით ეკა სეფაშვილს ელისო ბოლქვაძე ამხნევებდა. 

ერთ დიდი ღალატად ქცეული საქართველოს პარლამენტის ღალატის სხდომა - ნახეთ, ნატა ქაჯაიას სპეციალურ რეპორტაჟში.