საჭიროა, დავუბრუნდეთ ევროინტეგრაციის გზას და ისევ მჭიდრო ურთიერთობა ვიქონიოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - შენგელია

01.06.24 20:04
საჭიროა, დავუბრუნდეთ ევროინტეგრაციის გზას და ისევ მჭიდრო ურთიერთობა ვიქონიოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - შენგელია

"საჭიროა, დავუბრუნდეთ ევროინტეგრაციის გზას და ისევ მჭიდრო ურთიერთობა ვიქონიოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან" - ამის შესახებ განცხადება "საუბრები ევროპაზე" ორგანიზატორმა, ნინი შენგელიამ გააკეთა.

მისი თქმით, რუსული კანონის გაპროტესტების ფონზე საზოგადოება დეზინფორმაციის დიდ ტალღას წააწყდა, რასაც ხალხმა განათლება და ცნობიერების ამაღლება უნდა დაუპირისპიროს.

ღონისძინება ემსახურება დეზინფორმაციული ნარატივების გაქარწყლებას საზოგადოებაში, ვინაიდან ამ ბოლო დროს პროტესტების ფონზე ვხედავთ დეზინფორმაციის ძალიან დიდ ნიაღვარს, რასაც მნიშვნელოვნად მივიჩნევთ რომ ცნობიერების ამაღლება დავუპირისპიროთ. 

 საჭირო არის, რომ ჩვენ ისევ დავუბრუნდეთ ევროინტეგრაციის გზას და ისევ მჭიდრო ურთიერთობა ვიქონიოთ ჩვენს პარტნიორებთან: ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკაშვირის წამყვან ქვეყნებთან, რომლებმაც ძალიან დიდი რესურსი დახარჯეს ჩვენი დამოუკიდებლობის, 33 წლის მანძილზე იმისთვის რომ დემოკრატია გაძლიერებულიყო” - განაცხადა შენგელიამ.