სახლი და მიწები - ქონება, რომელსაც მამუკა მდინარაძე დეკლარაციაში მალავს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითში საგვარეულო მამულების თანამესაკუთრეა, თუმცა ქონებრივ დეკალარაციაში, რომელიც დეპუტატმა 2024 წლის იანვარში შეავსო, მალავს.
საჯარო რეესტრის სააგენტოს ვებ-გვერდზე, მამუკა მდინარაძის პირადი ნომრით არანაირი ქონება არ იძებნება, რადგან თანამესაკუთრეთა ჩამონათვალში მისი პირადი ნომერი წაშლილია, ქონების თანამფლობელად ის მხოლოდ გვარით და სახელით არის მოხსენიებული. ჩნდება კითხვა - არის თუ არა ამის მიზეზი, ჯამში 10 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიის თანასაკუთრების დამალვა.
"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ ბოლო ორ წელიწადში მამუკა მდინარაძემ, საგვარეული სახლი და მიმდებარე შენობები სრულად დაანგრია, ახალი ორ სართულიანი სახლი ააშენა და გარშემო, ბეტონის საძირკველზე დაფუძნებული საფასადე ბლოკის გალავანი შემოავლო. მშენებლობა რემონტის ხარჯები მდინარაძეს, დეკლარაციაში მითითებული აქვს, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელი მშენებლობა . რემონტისთვის გამოიყენა იპოტეკური სესხი.
რას ამბობს თავად მდინარაძემ, რატომ არ ასახა ქონება დეკლარაციაში? ამის შესახებ ვრცლად "შაბათის ეთერის" რეპორტაჟში ნახავთ.