დეპუტატი ჩანქსელიანი რუსეთისთვის მტრის წოდებას ვერ ბედავს (ვიდეო)
"ოცნების" დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი რუსეთისთვის მტრის წოდებას ვერ ბედავს.
დეპუტატი ჩანქსელიანი ამბობს, რომ აფხაზეთში იბრძოდა, მაგრამ არ რუსეთი საქართველოს მტერია თუ არა, არ იცის.
მე ვარ ადამიანი, როემლიც იბრძოდა ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის. ომის ვეტერანი ვარ, აფხაზეტსა და სამაჩაბლოში ვიბრძოდი, აქედან გამომდინარე მე ვიცი რა არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და რა არის დამოუკიდებლობა. ჩვენი მტერი არის ყველა ვინც ებრძის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რუსეთი იმ შემთხვევაშია ჩვენი მტერი, თუ გვებრძვის. თუ გვებრძვის თავს ვიცავთ ხო?", - ამბობს ჩანქსელიანი.