პაპუაშვილის მტკიცებით, EU-სა და აშშ-ს დაფინანსება ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება
შალვა პაპუაშვილის ახალი თავდასხმა პარტნიორებზე - რუსულ კანონზე ხმის მიმცემი დეპუტატი ევროკავშირს და ამერიკას ამჯერად ძალადობისა და ტერორისს დაფინანსებაში ადანაშაულებს. პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა ორგანიზაციების დაფინანსების პოლიტიკას უნდა გადახედონ.
ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აზიარებს. ივანიშვილის პარტიის ახალი თეორიის მიხედვით, მოძრაობა "სირცხვილიას" NED-, EED- და „სოროსის ფონდი აფინანსებენ, ეს თანხები კი მათი მტკიცებით, მმართველი გუნდის დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებში იხარჯება.
ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება.
ორი წელი ამ ყველაფერზე ველაპარაკებოდი და ვაფრთხილებდი ევროკავშირის და აშშ-ის ყველა დონის წარმომადგენელს. სამწუხაროდ, საპასუხოდ მხოლოდ ზედაპირულ და დაუდევარ დამოკიდებულებას ვიღებდით.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს. მათი მხრიდან დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იქნებოდა ერთ-ერთი ზომა ამგვარი შემთხვევების პრევენციისთვის“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.