"შეცდომაა" - მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩინური კომპანიისთვის ჩაბარებაზე

02.06.24 11:57
"შეცდომაა" - მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩინური კომპანიისთვის ჩაბარებაზე

ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩინური კომპანიისთვის ჩაბარებას "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაზე შეცდომად მიიჩნევს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ეს განსაკუთრებულად მძიმეა იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებამ რუსული კანონი მიიღო და ამერიკულ-ევროპულ ინვესტიციებზე უარი თქვა. მისი თქმით, ამ ფაქტს სატანადო რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.   

ასეთი მნიშვნელოვანი, კრიტიკული ინფრასტრუქტურის გადაცემა ერთ ქვეყანაზე, არის შეცდომა. მითუმეტეს, ჩინეთზე, რომელსაც აქვს ძალიან ცუდი გამოცდილება მსგავს კომპანიას სხვადასხვა ქვეყანაში. ეს შეცდომაა, მითუმეტეს, როდესაც ეს ხდება რუსული კანონის მიღების ფონზე, როცა ეს ხდება ამერიკელების და ევროპული ინვესტიციის წართმევის ფონზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარ რუსული რეკეტის ყველა წესით. ამას მოჰყვება სათანადო რეაქცია აუცილებლად, იმიტომ, რომ ასეთ პროექტებს არ აშენებენ მრავალჯერ, ამას აშენებენ ერთხელ, სწორად და სამუდამოდ, - ამბობს ხაზარაძე.

"ჩინურმა ინვესტიციებმა, „სამიზნე ქვეყნის ავტოკრატიული სამყაროს ორბიტაზე მოქცევა შეიძლება გამოიწვიოს“, - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ მაიკლ მაკფოლი საუბრობს და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს აფასებს.

რუსეთის ფედერაციაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი მიიჩნევს, რომ ჩინეთი მთელს მსოფლიოში ექსპანსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს და გრძელვადიან პერსპექტივაში, „სამიზნე ქვეყნებისთვის“, პეკინთან თანამშროლობა მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება იყოს.