"ფლანგვის დეტექტორი" ანტიკორუფციულ ბიუროს გაუმჭვირვალე ქმედებებში ამხელს
ანტიკორუფციული ბიურო გაუმჭირვალე ქმედებებშია მხილებული. რაჟდენ კუპრაშვილი უარს ამბობს გაასაჯაროოს ინფორმაცია, თუ რამდენად თავსებადია კანონთან 2023 წელს შემოწმებული თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაცია. ამ მოთხოვნით პრემიერის დაქვემდებარებულ უწყებას "ფლანგვის დედექტორმა" უკვე ორჯერ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
კორუფციის მკვლევარებს აქვთ ეჭვი, რომ კუპრაშვილი მთავრობის მაღალჩინოსნებსა და რუსული კანონის მიმღებ "ოცნების" დეპუტატებს ხელს აფარებს. კორუფციის მკვლევარი ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციებია.
ანტიკორუფციულ ბიუროს მივმართეთ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. გვაინტერესებდა მთავრობის იმ პირთა სახელები და გვარები, ვინც დაჯარიმდა 20-23 წელს დეკლარაციის მონიტორინგის დროს. ჩვენ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დაახლოებით 109 პირი დაჯარიმდა, უარყოფითად შეფასდა მათი დეკლარაცია და ჩვენ გვაინტერესებდა, როგორც გითხარით, მათი სახელები და გვარები. პირველ შემთხვევაში ბიურომ გვითხრა, რომ ეს ინფორმაცია მათ უკვე გამოქვეყნებული აქვთ ანგარიშის სახით, თუმცა შემდეგ ჩვენ დავუკონკრეტეთ, რომ ანგარიშში მხოლოდ ზოგადი მონაცემებია და იქ პირების იდენტიფიცირებას ვერ ვახდენთ და კიდევ ერთხელ მოვთხვეთ ეს ინფორმაცია. ამ შემთხვევაშიც გვითხრეს, რომ კიევ ერთხელ გავეცნოთ ანგარიშს. გამჭვირვალობის პრობლემები უკვე ანტიკორუფციული ბიუორს საქმის შემთხვევაშიც გაჩნდა, - ამბობს უფროსი მკვლევარი ხატია ნიკოლაიშვილი.
ოპოზიციის წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მხოლოდ ევროპელების თვალის ასახვევად შეიქმნა და ის რეალურად ფუნქცია არ გააჩნია.
ყოვლად უფუნქციო ორგანიზაციაა, რომლის უბრალოდ, სახელი ჟღერს და ამს ახელს იყენებენ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან სასაუბროდ, რომ თითქოს რაღაც შექმნეს, მაგრამ ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს საგამოძიებო ფუქნცია. აქვს დეკლარაციების შესწავლის ფუნქცია, მაგრამ არც ამას არ ასრულებს გამომდინარე იქიდან, რომ რაჟდენ კუპრაშვილი არ არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც გაბედავს და „ქართული ოცნების“ რომელიმე თანამდებობის პირის დეკლარაციას შეისწავლის და დაადგენს დარღვევას, - ამბობს ბესიკ დონაძე.