მზად ვართ, უპირობოდ შევუერთდეთ პრეზიდენტის ინიციატივას, რადგან ერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია - ლაშა ფარულავა
მზად ვართ, უპირობოდ შევუერთდეთ პრეზიდენტის ინიციატივას, "ქართულ ქარტიას", რადგან ერთობა მნიშვნელოვანია და ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემაც აარერთხელ გააკეთა განცხადება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა საუბრობს. მისი განმარტებით, რუსული მთავრობის დამარცხების გზა სწორედ ერთიანობაზე გადის.
ამასთან, ოპოზიციის წევრი არჩევნების მნიშნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ რუსული მტავრობა სწორედ 26 აქოტომბერს ხალხის გადაწყვეტიებით უნდა დასრულდეს და ქვეყანამ ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს.
საქართველოს ჰყავს რუსული მთავრობა, მოქმედებაშია რუსული კანონი, იქნება ძალადობა მათ შორის ჩვენზე და ჩვენ გვიწევს ამ მძიმე სპირალის გავლა. ქართული ქარტია გულისხმობს იმას, რომ ძალა არის ერთობაში, ერთობა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ რუსული პარტია დავამარცხოთ, რუსული კანონები ქვეყანაში გავაუქმოთ და გავაგრძელოთ ევროპისკენ სვლა, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირის წევრობამდე და მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ეს ინიციატივა ქართული ქარტია და რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ არაერთხელ გააკეთა განცხადება. ჩვენ მზად ვართ მუპირობოდ შევუერთდეთ პრეზიდენტის ინიციატივას მათ შორის მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განმარტება, რომ ერთობა არის მნიშვნელოვანი, ძალა ერთობაშია და ერთად უნდა გავიმარჯვოთ.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ბერკეტი, საშუალება იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს რუსული კანონი გავაუქმოთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის 26 ოქტომბერი, როცა ქართველმა ხალხმა უნდა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, პოზიცია რუსულ მთავრობასთან დაკავშირებით. ჩვენ რუსული მთავრობა უნდა შევაჩეროთ, რუსული მთავრობა უნდა ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას და შემდეგ დემოკრატიულმა ძალებმა ეს ქვეყანა უნდა მიიყვანოს ევროკავშირის წევრობამდე. ამიტომ მნიშვნელოვანი არის არჩევნები. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, „რუსული რეჟიმის“ პირობებში ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ყველა ინსტიტუციას გარდა პრეზიდენტისა აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი „რუსული პარტია“, ამიტომ მოლოდინები არ უნდა შევქმნათ. ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გავერთიანდეთ და 26 ოქტომბერს დავამარცხოთ რუსული მთავრობა, -განაცხადა ლაშა ფარულავამ.