"ოცნების" მხრიდან ძალადობაზე საუბარი ცინიკურია - ირაკლი ფავლენიშვილი
„იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლის მხრიდან ძალადობაზე საუბარი, რომელმაც ძალაუფლება და ხელისუფლება ფორმალური და არაფორმალური ბანდების გაერთიანებად აქცია, არის ცინიკური, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებას.
იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლის მხრიდან, რომელმაც ძალაუფლება და ხელისუფლება აქცია ფორმალური და არაფორმალური ბანდების გაერთიანებად, არის ცინიკური ძალადობაზე საუბარი, რადგან ეს ადამიანები ყოველდღიურად მიმართავენ ტერორს ყველა ადამიანის მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. ისინი ღია ტერორზე არიან გადასულები, სადარბაზოებთან გვხვდებიან, ურეკავენ ჩვენი ოჯახის წევრებს, სიკვდილამდე სცემეს ჩვენი პარტიის ლიდერები, ბანდიტური ჯგუფებია შექმნილი, რომლებიც თავს ესხმიან ჩვენს ცენტრალ ოფისს, ამიტომ ამ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მხრიდან ძალადობაზე საუბარი არის ცინიკური, არაადეკვატური და სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ ამ განცხადებაზე.“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა