"ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ, ჩემს ოჯახს თვითონ მივხედავ" - ღარიბაშვილი აშშ-ს მიერ სავიზო სანქციების დაწესებაზე
თქვენ ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ, ჩემს ოჯახს მე თვითონ კარგად მივხედავ, - ასე პასუხობს ექსპრემიერი კითხვას აშშ-ს მიერ სავიზო სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი ისევ "ოცნების" დამსახურებებზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ რიგი უთანხმოებების მიუხედავად, ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთერთობებს "დაალაგებს".
რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან შესაძლოა, გვქონდეს რიგი უთანხმოებებიც, მაგრამ გვაქვს საკითხები, რომელშიც ვთანხმდებით. გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ევროპასთან. შეიძლება იყოს საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებით, ამას სჭირდება დიალოგი, დისკუსია, ლაპარაკი, საუბარი. ეს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ, - ამბობს ღარიბაშვილი.
"პირველებმა" ასევე ექსპრემიერს ჰკითხა, უკავშირდებოდა თუ არა მის მიერ ქვეყნის დატოვება ვეტოს დაძლევის წინა დღეს მოსალოდნელ სანქციებს, თუმცა ღარიბაშვილმა კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.