"ვემიჯნები ძალადობას" - ირაკლი ღარიბაშვილი გახშირებულ თავდასხმებზე

02.06.24 15:29
"ვემიჯნები ძალადობას" - ირაკლი ღარიბაშვილი გახშირებულ თავდასხმებზე

ექსპრემიერი ქვეყანაში გახშირებულ ძალადობის ფაქტებს გმობს. საქმე ეხება მათ შორის, ენმ-ს ოფისზე თავდასმიხს ფაქტსაც. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ძალადობას ემიჯნება, თუმცა იქვე "ნაციონალურ მოძრაობას" ესხმის თავს და ამტკიცებს, რომ ქვეყანაშ მთავარი ძალადობრივი ორგანიზაციაა "ნაციონალური მოძრაობაა".

ყოველგვარი ძალადობა არის დასაგმობი. ვემიჯნები ძალადობას. არ არის სასიამოვნო ძალადობის ფაქტები და საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ენმ მთავარი მოძალადე ორგანიზაციაა ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, არ არის ლამაზი ასეთი ფაქტების ხილვა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა, საზოგადოებას, სჭირდება სიმშვიდე, - ამბობს ღარიბაშვილი.