"კანონზე ნუღარ ინერვიულებთ, მოემზადეთ არჩევნებისთვის" - ღარიბაშვილმა რუსულ კანონზე რიტორიკა შეცვალა

02.06.24 15:42
"კანონზე ნუღარ ინერვიულებთ, მოემზადეთ არჩევნებისთვის" - ღარიბაშვილმა რუსულ კანონზე რიტორიკა შეცვალა

რუსული კანონის მიღების შემდეგ ექსპრემიერმა საკითხზე რიტორიკა შეცვალა. თუ აქამდე ირაკლი ღარიბაშვილი რუსულ კანონთან დაკავშირებით კონსესუსის აუცილებლობაზე საუბრობდა, დღეს უკვე თქვა, რომ აღარაფერი შეიცვლება და ოპოზიცია არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს.

ამასთან, ექსპრემიერი ოპონენტებს ურჩევს, დამშიდნენ და რიტორიკა შეცვალონ. 

კანონზე ნუღარ ინერვიულებთ, კანონი არის მიღებული, მოემზადეთ არჩევნებისთვის. დეპოლარიზაცია, რა თქმა უნდა, არ არის კარგი სანახავი და საჭიროა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დამშიდება, დაწყნარება. თუ რაღაც უნდათ, რომ შეცვალონ, ჯერ თითონ უნდა შეიცვალონ, შეცვალონ საკუთარი დამოკიდებულება, რიტორიკა უნდა შეცვალონ და კიდევ ვიმეორებ, მოემზადონ არჩევნებისთვის, - ამბობს ღარიბაშვილი.