ღარიბაშვილი აღიარებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებთან შეთავაზებები ჰქონდა

02.06.24 16:12
 ღარიბაშვილი აღიარებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებთან შეთავაზებები ჰქონდა

ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებთან შეთავაზებები ჰქონდა, თუმცა პროექტის გახორციელების სურვილი არავინ გამოთქვა. ამასთან, ექსპრემიერის მტკიცებით, ის ფაქტი, რომ პროექტში ჩინეთის ინტერესი გამოიკვეთა, მხოლოდ გასახარებელია. 

ანაკლიის პორტის პროექტზე მე მქონდა პირადად საუბარი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთანაც და ერთგვარი მოწოდებაც იყო, თხოვნაც იყო ჩემი მხრიდან ჯერ კიდევ 3 წლის წინ და შემდეგ ბოლო წლების განმავლობაში, რომ მათი მხრიდან ყოფილიყო მოწოდება, რომ მეტი აქტიურობა გამოეჩინათ ამერიკულ-დასავლურ კომპანიებს და დაინტერესებულიყვნენ ამ პორტის მშენებლობით. სამწუხაროდ, აღმოჩნდა ისე, რომ ბოლო პრეტედენტი, ჩინური კომპანიაა გამარჯვებული. აქვე, შევახსენებ საზოგადოებას, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 51% არის სახელმწიფოს კუთვნილება და მხოლოდ 49% იქნება გამარჯვებული პარტნიორის. ვისაც ესმის ლოგისტიკა თუ საერთოდ, ტვირთების საკითხი და საიდან შეიძლება, რომ დამატებითი ტვირთები მოვიზიდოთ, საერთოდ, ვისაც წარმოდგენა აქვს ამ კორიდორის გავითარების შესახებ, მემგონი, საერთოდ კითხვა არ უნდა არსებობდეს და პირიქით, ყველას უნდა უხაროდეს, რომ ჩინეთის ინტერესი დაფიქსირდა ამ სტრატეგიულ პორტში. კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენი არაერთი მოწოდების, თხოვნისა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ, წუხაროდ, არ გამოჩნდა არცერთი დასავლური კომპანია, რომელიც ჩაერთვებოდა ამ პორტში, - ამბობს ღარიბაშვილი.