4 საათი საქველმოქმედო მარათონის დაწყებამდე - რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტისთვის ემზადებიან
4 საათი საქველმოქმედო მარათონის დაწყებამდე - რესპუბლიკის მოედანზე კონცერტისთვის ბოლოო სამზადისია. სცენა აწყობილია, ტექნიკური სამსახური ადგილზე აპარატურას ამონტაჟებს. საზოგადოების წინაშე დღეს 21:00 საათზე წარდგებიან სოლო შემსრულებლებიც და ჯგუფებიც. ქართველი მომღერლები საქართველოს სიყვარულისთვის დაჯარიმებული ადამიანების დასახმარებლად გაერთიანდენენ. სამოქალაქო სოლიდარობის აქციაზე ყველა ერთად შეაგროვებს იმ თანხას, რომელიც სასამართლომ გამოუწერა რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს.
მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი აქცია და კონცერტი არის ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულება, ყველა მუსიკოსის და ყველა ადამიანის, ვინც ვთვლით საჭიროდ, რომ გვერდში დავუდგეთ იმ ახალგაზრდებს და არა მარტო, ყველას, ვინც უსამართლოდ არის დაჭერილი, ვისაც დააკისრეს ასობით ათასი ლარი, რომ იცავდნენ თავის ქვეყანას. ჩვენ თავს ვალდებულებად ვთვლით, რომ მათ გვერდში დავუდგეთ, იმიტომ, რომ ისინი ჩვენს გვერდით იდგნენ, როდესაც ისინი დააკავეს სრულიად უსამართლოდ, - ამბობს მომღერალი გიორგი უშიკიშვილი.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ აქციას უერთდებიან აფხაზეთიდან დევნილებიც. ასევე მოეწყობა მარში, მოქალაქეების ნაწილი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან და რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლებენ.