რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები თავისუფლად ვეღარსად დადიან - ვიქტორ სანიკიძეს ვაკის პარკში "მოღალატე" ეძახეს
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები თავისუფლად ვეღარსად დადიან. მაღაზია, პარკი, აეროპორტი, ქუჩა - ივანიშვილის მარიონეტებს ყველგან "მონას" და "მოღალატეს" ეძახიან. სამშობლოს ღალატზე პასუხი დღეს ვიქტორ სანიკიძეს მოსთხოვეს. მილიონერი დეპუტატი ერთ-ერთია იმ 84 კაცს შორის, ვინც ვეტოდადებული რუსული კანონი დაძლია.
ეს გიღირდა? - ჰკითხა საჯაროდ დღეს ყოფილ კალათბურთელს ყოფილმა ქომაგმა. სანიკიძეს თავის მართლება უჭირდა. ვაკის პარკში ერთი ადამიანიც კი არ მოიძებნა, ვინც მის მხარეს დადგებოდა. უხერხულობის დასაფარად დეპუტატმა ტელეფონი დაიხმარა და იმ მოქალაქეების გადაღება დაიწყო, ვინც ვაკის პარკში მონად მოიხსენია. ჯაფარიძე, წილოსანი, ბოლქვაძე და სანიკიძე - ვინ იქნება შემდეგი?
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.