დანაშაულებრივი ბანდა, რომელმაც ენმ-ს ოფისი დაარბია, ამ დრომდე თავისუფალია - შსს დანაშაულს არ იმჩნევს
დანაშაულებრივი ბანდა, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი პირველყოფილი ადამიანის სტილში ხის მორებით და ქვებით დაარბია, ამ დრომდე თავისუფლად გადაადგილდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთის გზატკეცილზე მომხდარი თავდასხმის ამბავს არ იმჩნევს. გომელაურის უწყებას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიიდან არ წაუღია არც სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც 50-ზე მეტი დამნაშავე ჩანსს. არსებობს ვარაუდი, რომ ზონდერ ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანაშრომლებიც. ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იმ დროს შეიჭრნენ, როცა იქ პარტიის წევრები, თავმჯდომარე და მისი არასწრულოვანი შვილი იმყოფებდნენ.
თავდასხმების ორგანიზატორად ოპოზიცია მმართველი პარტიის ორ ლიდერს ასახელებს. ერთი დიმიტრი სამხარაძეა, მეორე კახა კალაძე. ქუჩა- ქუჩა დევნა, ცემა, ტელეფონზე გინება, ოფისების დარბევა - ძალადობამ უკვე ის მასშტაბი მიიღო, რომ ოცნებას ირაკლი ღარიბაშვილიც კი გაემიჯნა. ყოფილმა პრემიერმა რეგიონულლ ტურნეში სამხარაძე არც კი გაიყოლა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.