ე.წ. პიჯაკების საქმე - საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სავარაუდოდ, პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დაესწრება ბრალდებული სააკაშვილიც.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც.