"ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერის ვადა იწურება - ორბელიანის სასახლეში დღეს პოლიტიკურ პარტიებს ელოდებიან

03.06.24 11:13
"ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერის ვადა იწურება - ორბელიანის სასახლეში დღეს პოლიტიკურ პარტიებს ელოდებიან

ყურადღების ცენტრში ამ წუთებში ორბელიანის სასახლეა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წუთი წუთზე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ელოდებიან. დღეს "ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერის ვადა იწურება. პრეზიდენტის ანტიკრიზისული გეგმით პროდასავლურმა პარტიებმა ივანიშვილის რეჟიმი უნდა შეაჩერონ. რუსეთისკენ გადახვეული საგარეო კურსი მოუჭრან და ქვეყანა კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანონ.

ქარტიაზე ხელმომწერები დღეიდან იღებენ ვალდებულებას, რომ ევროპული კურსისათვის დამაზიანებელ კანონებს გაააუქმებენ,  გაათავისუფლებენ სასამართლოს კლანისგან და გაატარებენ რეფორმებს პროკურატურაში, სუსსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ერთ-ერთი პირველი, ვინც "ქართულ ქარტიას" ხელს მოწერს, ეკა ბესელიაა.

ეს დღე ბევრ რამეს გასაზღვრავს და პირველ რიგში, გასაზღვარვს იმ მნიშვნელოვანი დოკუმენტის ირგვლივ თანხმობას, რომელიც პრეზიდენტმა დადო როგორც გზამკვლევი, როგორც რუკა საქართველოს ევროპულ გზაზე. ამ გეგმით, ამ გეგმაში ჩაწერილი ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპებით, იდეებით, იმ იდებიით, რისთვისაც ამდენი ხანია ჩვენი ახალგაზრდობა და მოქალაქეები იბრძიან და ვიბრძვით, ეს არის საქართელოს ევროპული მომავალი, ამ გეგმით უნდა მოხდეს სწორედ საქართელოს შესვლა ევროპულ ოჯახში. ამიტომ, ამ ხელმოწერას არ აქვთ არა მხოლოდ თანხმობის დატვირთვა, არამედ პასუხისმგებლობის აღება პოლიტიკოსების მხრიდან, ვისაც სჭირდება ხალხის მანდატი იმისთვის, რომ ეს გეგმა შეასრულონ. ვიწყებთ ამ პროცესს ხელმოწერების და იმედი მაქვს, ყველა პარტია შემოუერთდება, - ამბობს ეკა ბესელია.  

"პირველების" ინფორმაციით, ქარტიაზე ხელმოსაწერად დღეს პარტია "ახალის" თანათავმდჯომარე მივა, ასევე მივლენ პარტიები "ლელო", "ევროპული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა", "ხალხისთვის, "მოქალაქეები", "გირჩი - მეტი თავისუფლება" და ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ასევე ცნობილია, რომ გახარიას გუნდი 12:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. 

ასევე ცნობილია, რომ დოკუმენტს ხელს არ აწერს პარტია "გირჩი". ეს გააწყვეტილება იაგო ხვიჩიამ გეგმის წარდგენიდან მალევე გააჟღერა. 

მსგავსი სიახლეები