ვაშინგტონში ხვალ "მეგობარი აქტის" კანონპროექტზე იმსჯელებენ

03.06.24 11:26
ვაშინგტონში ხვალ "მეგობარი აქტის" კანონპროექტზე იმსჯელებენ

"მეგობარი აქტის"კანონპროექტზე მსჯელობა ვაშნგტონში ხვალიდან იწყება. მოვლენების ეპიცენტრი აშშ-ს კონგრესი იქნება. საუბარია ჯო უილსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე, რომელმაც საქართველოში დემოკრატია უნდა განამტკიცოს, ადამიანის უფლებები  დაიცვას და რუსული გავლნეები შეამციროს. "მეგობარი აქტის" დამტკიცების შემდეგ გაირკვევა, დემოკრატიიისთვის ძირის გამოთხრის გამო საქართველოს ხელისუფლებიდან ვის შეეხება სავიზო აკრძალვები.

ჰელსინკის კომისიაში სიტყვით რამდენიმე კონგრესმენი გამოვა. მომხსენებლებს შორის იქნებიან საქართველოს ყოფილი ელჩი საქართველოში ნატალია საბანაძე, ასევე ვანო ჩხიკვაძე და უილიამ კორტნი. 

ცოტა ხნის წინ განცხადება ჰელსინკიმ კომისიამ გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ აქტი ქართველი ხალხის მხარდამჭერია აქტია და სწორედ ამიტომ დაანიცირეს. 

ლადიმირ პუტინი დიქტატორია, რომელსაც ნებისმიერი ხერხის გამოყენებით, საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის დადგება პუტინის მცდელობების წინააღმდეგ, დაამხოს თავისუფლება და დემოკრატია. MEGOBARI ACT საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყანაში რუსეთის გავლენის გავრცელების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - ნათქვამია განცხადებაში. 

აშშ მოქმედებაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც "ქართულმა ოცნებამ" არცერთი პარტნიორის მოწოდება ყურად არ იღო და რუსული კანონი მაინც დაამტკიცა. სწორედ ამიტომ ჯო უილსონმა დააინიცირა კანონპროექტი "მეგობარი აქტი", რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში რუსული გავლენების შემცირებას  და ასევე, პასუხისმგებლობას დააკისრებს პირებს, ვინც რუსული კანონის დამტკიცებაზე არიან პასუხისმგებელნი. 

ასევე ცნობილია, რომ აშშ-ს სენატში კიდევ ერთი კანონპროექტია ინიცირებული. სენატორმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა "ქართველი ხალხის" მხარდამჭერი აქტი დააინიცირეს, რომელიც ანალოგიურად "ქართული ოცნების" დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების სანქცირებას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები