2 000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება - კობახიძე

03.06.24 12:04
2 000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება - კობახიძე

პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება. ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომაზე თქვა. 

პრემიერი ამტკიცებს, რომ ამ ჯარიმების ამოღება დღეს "არაგონივრულია". კობახიძის განცხადებით, ჯარიმისგან 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი გათავისუფლდება, თანხის ჯამური მოცულობა კი დაახლოებით 5 600 000 ლარია.

უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღებაც დღეს, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით. რასთან დაკავშირებითაც წინადადება ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა", - განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები