კონსტრუქციული ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან არ ნიშნავს, რომ EU-ს კანიდატმა ქვეყანამ გაცხადებულ კურსს გადაუხვიოს - ირაკლი ფავლენიშვილი

03.06.24 12:09
კონსტრუქციული ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან არ ნიშნავს, რომ EU-ს კანიდატმა ქვეყანამ გაცხადებულ კურსს გადაუხვიოს - ირაკლი ფავლენიშვილი

ის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან, არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ საერთოდ გადაუხვიოს ევროკავშირის გაცხადებულ საგარეო კურსს,  - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა "ქართული ოცნების" შეხვედრაზე ყირგიზეთის პარლამენტის წარმომადგენლებთან განაცხადა.

ის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევიცვალოთ საგარეო პოლიტიკური ვექტორი, არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ საერთოდ გადაუხვიოს ევროკავშირის გაცხადებულ საგარეო კურსს, უსაფრთხოების კონცეფციას და ყველა გადაწყვეტილება მათ შორის საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე მიიღოს ევროკავშირის ხედვის საწინააღმდეგოდ და მათ შორის თავისი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები