არიან ერთი ფოტოგრაფის იმედზე, რომელიც ცდილობს, რომ რაღაცნაირად გააბევროს აქციის მონაწილეები - პაპუაშვილი
"მოკლედ, არიან ერთი ფოტოგრაფის იმედზე (სახელი დამავიწყდა), რომელიც შემდეგ ცდილობს, რომ რაღაცნაირად გააბევროს აქციის მონაწილეები და გაბევრებული წარმოაჩინოს. ამის იმედზე არის დღეს რადიკალური ოპოზიცია", - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტთან ჩატარებულ საქველმოქმედო აქცია-კონცერტს.
პაპუაშვილს არ სჯერა, რომ აქცია-კონცერტზე პარლამენტთან ბევრი ადამიანი იყო მისული. პარლამენტის თავმჯდომარე აქციას უწუნებს მუხტსაც.
ისტერიაში არიან, ამიტომ არიან გადასული მუქარაზე, ტერორზე. ევროპის სახელით საქართველოში 21-ე საუკუნეში ტერორით არის დაკავებული ის ხალხი, რომელიც თავის თავს ასოცირებს ევროპასთან, რომელიც მათ შორის ფინანსდება ევროპული და ამერიკული ფონდებიდან და ამ ხალხისგან დღეს, ჩვენ ვხედავთ ტერორს. სინამდვილეში არანაირი მუხტი, ამ მხრივ, არც არსებობდა. არსებობდა დეზინფორმაციის ნიაღვარი, რომელიც ძირითადად განპირობებული იყო გარედან წამოსული დეზინფორმაციული კამპანიისა ქართული კანონის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ამან გარკვეული ემოციური განწყობები შექმნა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სოლიდარობის უპრეცენტო აქცია შედგა. მურუსიძის სასამართლოს მიერ დაჯარიმებული ადამიანების დასახმარებლად 250 ათასი ლარი შეგროვდა. ეს ღამის 01:00 საათის მონაცემია. ორგანიზატორების ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არის ასახული უცხოეთიდან გადმორიცხული თანხები.