მომავალ კვირაში პრემიერს პარლამენტში ელოდებიან - კობახიძე ანგარიშს წარადგენს
ირაკლი კობახიძეს მომავალ კვირას პარლამენტში ელოდებიან. პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად კობახიძემ ანგარიში უნდა წარადგინოს. რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია, ამიტომ ჯერ უცნობია ვინ დაესწრება მთავრობის ანგარიშს და ვინ არა. ამ ეტაპზე რაც ცნობილია არის ის, რომ თეონა აქუბარდია პრემიერს სამ საკითხზე მოსთხოვს განმარტებას. დეპუტატს აინტერსებს, რატომ იცვლება ქვეყნის საგარეო კურსი და რა გეგმა აქვს მთავრობას ევროინტეგრაციის მიმართულებით.
პრემიერის პარლამენტში მისვლის თარიღს შალვა პაპუაშვილი დღეს ბიუროს სხდომაზე გამოაცხადებს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ოპოზიციას პრემიერთან დისკუსიაში შესვლის ეშინია და ამიტომ საინტერესოა, გაბედავენ თუ არა ამჯერად კობახიძის ანგარიშის მოსასმენად მისვლას.
საინტერესოა, ოპოზიცია გაბედავს თუ არა შემოსვლას. ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციამ ვერ გაბედა, არცერთხელ არ მიმართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ინტერპელაციით. მათ შეეძლოთ ყოველ თე ირაკლი კობახიძე დაბარებინათ პარლამენტში ინტერპელაციის წესით და ვერც კი გაბედეს, რომ დისკუსიაში შესულიყვნენირაკლი კობახიძესთან, - თქვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ირწმუნება, რომ პრემიერ-მინისტრს "სიღრმისეული და ინფრომატიული" გამოსვლა ექნება. ამასთან, ვოლსკი ამბობს, რომ პრემიერი ახლა ურთულესი ამოცანის წინაშეა, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობის და ეკონომიკური ზრის ტენდენციის ენარჩუნებას გულისხმობს.
ყველა თემასთან დაკავშირებით პრემიერს ექნება სიღრმისეული და საკმაოდ ინფორმატიული გამოსვლა. ურთულესი ამოცანის წინაშე დგას მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, იმიტომ, რომ ამ პოლიტიკის შენარჩუნება და გავითარება, რასაც სტაბილურობა ჰქვია და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება საკმაოდ სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს. გაცილებით უკეთესი მაჩვენებელების მიღწევა შეიძლებოდა რომ არა ეს დაძაბულობა,რომელიც საზოგადოებაშ იგრძნობა, - ამბობს ვოლსკი.