სააკაშვილი: დავთვალოთ პარტიების რეიტინგები, მზად ვართ, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს
"დავთვალოთ ყველა პარტიის რეიტინგები და ჩვენ ვართ მზად, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს, რა რეიტინგიც დაჯდება, წინასწარ გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. ოღონდ გავერთიანდეთ," - ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს.
სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა მიმართა ენმ-ს და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც და ერთობის მნიშვნელობაზე, ასევე ერთიან სიებზეც ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილის თქმითვე, ოპოზიციურ პარტიებს უნდა შეეძლოთ კოორდინაცია ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებითაც.
ნაციონალურ მოძრაობას მინდა მოვუწოდო, დავთვალოთ ყველა პარტიის რეიტინგები და ჩვენ ვართ მზად, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს, რა რეიტინგიც დაჯდება, წინასწარ გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. ოღონდ გავერთიანდეთ. ერთიანობას ამ სიტუაციაში არ აქვს არანაირი ალტერნატივა. ძალიან დიდი პროვოკაციები მზადდება, დიდი დაპატიმრებები იქნება - იგორ ნარმანიას იჭერენ, ზურა ჯაფარიძეს უპირებენ დაჭერას, ნოდარ მანაგაძეს, გიორგი შანიძე დაიჭირეს, ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ბრუტალურ ძალას არ აპირებს არანაირ ნორმალურ არჩევნების ჩატარებას, ამის ალტერნატივა შეიძლება იყოს კოალიცია," - ამბობს სააკაშვილი.