ფარულავა: კობახიძემ ალბათ, ანგარიში უნდა ჩააბაროს კრემლს, ვინაიდან თავად არის შემოქმედი იმ პოლიტიკის და დღის წესრიგის, რომელმაც მოიტანა რუსული კანონი

03.06.24 12:59
ფარულავა: კობახიძემ ალბათ, ანგარიში უნდა ჩააბაროს კრემლს, ვინაიდან თავად არის შემოქმედი იმ პოლიტიკის და დღის წესრიგის, რომელმაც მოიტანა რუსული კანონი

„ირაკლი კობახიძემ ალბათ, ანგარიში უნდა ჩააბაროს კრემლს, ვინაიდან თავად არის შემოქმედი იმ პოლიტიკის და დღის წესრიგის, რომელმაც მოიტანა რუსული კანონი," - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთა.

ფარულავას შეფასებით, კობახიძემ ანგარიში არა ქართველ ხალხს, არამედ კრემლს უნდა ჩააბაროს.

ირაკლი კობახიძემ, ალბათ, ანგარიში უნდა ჩააბაროს კრემლს, ვინაიდან თავად არის შემოქმედი იმ პოლიტიკის და დღის წესრიგის, რომელმაც მოიტანა რუსული კანონი, ღია ტერორი, შანტაჟი, ფიზიკური ანგარიშსწორებები, სახლებში შევარდნები, მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა, შტურმი, ეკონომიკური კოლაფსი, საერთაშორისო სანქციები, აი ეს ყველაფერი უკავშირდება ირაკლი კობახიძის პრემიერობას, მისი შემოქმედებაა ეს და ამას როგორც დამოკლეს მახვილი გრძნობს საქართველოს კეთილსინდისიერი მოქალაქე, მას არ აქვს ქართველი ხალხისთვის სათქმელი და თუ ვინმესთვის აქვს რამე სათქმელი, ეს არის კრემლი," - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

მსგავსი სიახლეები