რუსული კანონი უკვე მოქმედებაშია, რუსული მთავრობა უკვე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კრემლის ინსტრუქციები შეასრულონ - ფარულავა
„რუსული კანონი უკვე მოქმედებაშია, რუსული მთავრობა უკვე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კრემლის ინსტრუქციები შეასრულონ. ერთადერთი გამოსავალი არის რუსული მთავრობის დასრულება არჩევნებზე. ამას გააკეთებს ქართველი ხალხი და შემდეგ დემოკრატიული ძალები გააუქმებენ ყველა იმ კანონს, რომელიც უკავშირდება კრემლს," - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ გააკეთა.
ფარულავა რუსულ კანონზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელის მოწერას ეხმაურება, რომლის შემდეგაც კანონი ძალაში რამდენიმე კვირაში შევა.
რუსული კანონი უკვე მოქმედებაშია, რუსული მთავრობა უკვე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კრემლის ინსტრუქციები შეასრულონ. შტურმი დემოკრატიულ ძალებზე, ოფისის დარბევა, ჩასაფრებები სადარბაზოებთან, ფიზიკური ანგარიშსწორება, სწორედ ეს არის რუსული კანონი, ამას არანაირი სამართლებრივი დედლაინი არ სჭირდება, არც ხელმოწერა პაპუაშვილის მხრიდან. ივანიშვილმა ეს ნაბიჯი გადადგა, ქვეყანა ამ ბრძოლის სპირალში შეიყვანა და ერთადერთი გამოსავალი არის რუსული მთავრობის დასრულება არჩევნებზე. ამას გააკეთებს ქართველი ხალხი, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და შემდეგ დემოკრატიული ძალები გააუქმებენ ყველა იმ კანონს, რომელიც უკავშირდება რუსეთს და კრემლს.“- განაცხადა ლაშა ფარულავამ