ათონელის სასახლეში ოპოზიციონერი ლიდერები მიდიან - რას ამბობენ ქარტიაზე ხელმომწერი პოლიტიკოსები

03.06.24 13:22
ათონელის სასახლეში ოპოზიციონერი ლიდერები მიდიან - რას ამბობენ ქარტიაზე ხელმომწერი პოლიტიკოსები

ორბელიანების სასახლესთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. რამდენიმე წუთში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერები გაჩნდება.

ადგილზე იმყოფება "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე, რომელიც ამბობს, რომ დოკუმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ხელს დათქმების გარეშე აწერს.

იმ დოკუმენტში გაწერილი რეფორმების შესრულების შემდეგ საქართველოს გაეხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ჩვენ დავეწევით უკრაინას და მოლდოვას, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, სხვა საკითხები, რაც არის მოცემული, ყველა მისაღებია, ამიტომ ჩვენ ყველანაირი დათქმების გარეშე ვაწერთ ხელს, - ამბობს ჯაფარიძე. 

ორბელიანების სასახლეში მივიდა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარიაც. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ დოკუმენტი აბსოლუტურად საჭირო, მისაღები და მნიშვნელოვანია. 

ეს იყო აბსოლუტურად საღია ზრით შექმნილი დოკუმენტი. მე ვფიქრობ, აქ უნდა ამოვიდთ, რა სჭირდება დღეს საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს. მათ სჭირდებდა სიცხადე ცვლილებების შესახევ, მათ სჭირდებათ სიცხადე მომავლის შესახებ და ეს დოკუმენტი არის პოლიტიკური პარტიების, ჩვენი ვალებულებებით დახუნძლვა. ეს მომავალი არის პირველი - ევროპასტან მოლაპარაკებების დაწყება, მეორე, ეს არის თავისუფალი არჩევნების მომზადება, იმიტომ, რომ ეს არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მესამე ეს არის დროებითი მთავრობის შექმნა და მეოთხე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც საბჭოთა კავშირს დაასრულებს, პრაქტიკულად, ამ ქვეყანაში, - ამბობს ხოშტარია. 

ცნობილია, რომ "ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერის სურვილი 9 ოპოზიციურმა პარტიამ გამოთქვა. ასევე, ცნობილია, რომ დოკუმენტს ხელს არ მოაწრეს პარტია "გირჩი" და "საქართველოსთვის".   

მსგავსი სიახლეები