თუ არ დაემორჩილებიან, არის ფინანსური ჯარიმები, შემდეგ მოხდება დაყადაღება და ვერ შეძლებენ ფუნქციონირებას - კალაძის მუქარა
"თუ არ დაემორჩილებიან, არის ფინანსური ჯარიმები, შემდეგ მოხდება მათი დაყადაღება და ისინი ვერ შეძლებენ უბრალოდ ფუნქციონირებას და ვერ შეძლებენ იმ თანხების მიღებას, რასაც იღებენ," - ამ განცხადებას თბილისის მერი კახა კალაძე აკეთებს.
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ შექმნილ რეესტრში არ დარეგისტრირდებიან, რეპრესიებით კახა კალაძეც ემუქრება.
თუ შენ კეთილ საქმეს აკეთებ და არ გაქვს ბოროტი ზრახვები, რა პრობლემაა დეკლარაციის შევსება და შენი ფინანსების ჩვენება, საიდან იღებ შემოსავლებს და რა კონკრეტულ პროექტებში ფინანსდება. თუმცა არსებობს ეჭვი იმისა, რომ პოლარიზაცია, რევოლუციის სცენარის დაფინანსება - ყველაფერი ხდებოდა ამ გაუმჭვირვალობის გამო,“ - ამბობს კალაძე.
კახა კალაძის გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებს დაემუქრა შალვა პაპუაშვილი: