ნიღბიანების ბანდა თბილისში - "პირველებს" მიაწოდეს კადრები, სადაც ერთ-ერთი თავდამსხმელის იდენტიფიცირება შესაძლებელია

03.06.24 13:18
ნიღბიანების ბანდა თბილისში - "პირველებს" მიაწოდეს კადრები, სადაც ერთ-ერთი თავდამსხმელის იდენტიფიცირება შესაძლებელია

 

 

ნიღბიანი თავდამსხმელების ბანდა თბილისში - "პირველებს" მიაწოდეს ახალი კადრები, სადაც ის ნიღბიანი ბანდა ჩანს, რომელიც ღამით სამოქალაქო სექტორის ოფისებს არბევს. 

ერთ-ერთ კადრში კი თავდამსხმელის იდენტიფიცირება შესაძლებელი. ხუთკაციანი ჯგუფები შუა ვაკეში, სადაც პოლიციის ათობით ეკიპაჟი პატრულობეს ისე გადადგილდება, რომ სამართლადამცველებს კითხვაც კი არ უჩნდება, ვინ არიან კუნთმაგარი ნიღბიანები.

მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, თამარ კინწურაშვილი, რომლის ოფისიც ხუთკაციანი ბანდის სამიზნე იყო, დარწმუნებულია, რომ მიზანში მისი ორგანიზაცია ერთადერთი რამის გამო ამოიღეს - ის, რომ ისინი დეზინფორმაციას ებრძვიან. ვანდალურ ქმედებებს კი დაშინების მცდელობას უკავშირებს.

ვანდალიზმის მეორე შემთხვევაა ჩვენს ოფისზე.თუ წინა ჯერზე სამედიცინო პირბადეებით შენიღბული უფრო ქუჩის შპანას ჰგავდნენ, იყუვბნენ. ეს ტიტუშკები - უფრო უნიფორმის სახეს ატარებს - მათ აქვთ ნიღბები, ისე, როგორც სპეცრაზმი გადაადგილდება.

ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ჯგუფები დაკავშირებული არიან ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ დიტო სამხარძემ თვითონვე აიღო პასუხისმგებლობა ამ ქმედებებზე. 

ჩვენს საქმიანობასთან აქვთ, როგორც ჩანს პრობლემები. ჩვენ გვაქვს  META-სთან, FACEBOOK-თან თანამშრომლობა, რის ფარგლებშიც ყალბ ინფორმაციას ვნიშვანთ FACEBOOK-ზე, რაც უმცირებს მათ პოსტებს გავრცელებას," - ამბობს კინწურაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები