ხვალ შეიძლება იარაღი მიპოვონ და დამიჭირონ... გადავლენ სრულიად პრიმიტიულ უკანონო მოქმედებებზე - ხიდაშელი
"ხვალ შეიძლება იარაღი მიპოვონ და დამიჭირონ, არც ამას გამოვრიცხავ მათგან, საერთოდ არაფერი გამიკვირდება," - ამ განცხადებას თინა ხიდაშელი აკეთებს და პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის მიერ დაანონსებულ რეპრესიებს ეხმაურება.
თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება რეპრესიებს დაიწყებს, თუმცა გათვლა უჭირს, რაზე არიან "ოცნების" მაღალჩინოსნები წამსვლელები.
ხვალ შეიძლება იარაღი მიპოვონ და დამიჭირონ, არც ამას გამოვრიცხავ მათგან, საერთოდ არაფერი გამიკვირდება. ლეგიტიმური რაიმე საფუძველი სამართლებრივად მათ არ აქვთ - ნებისმიერი მოქმედება რომელსაც განახორციელებენ, იქნება ძალადობრივი და უკანონო. ამიტომ დღეს მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა მასშტაბის უკანონობაზე არიან წამსვლელი.
მე მოლოდინი მაქვს, რომ ზუსტად იმის გამო, რომ მათ გააცნობიერეს, რომ აბსოლუტურად ვერაფერს ამ კანონით ვერ მიაღწევენ, თავადვე დახევენ ამ კანონს და გადავლენ სრულიად ჩვეულებრივი, პრიმიტიულ უკანონო მოქმედებებზე,“ - ამბობს თინა ხიდაშელი.