გახარიას პარტია ზურაბიშვილის წარდგენილ ქართულ ქარტიას ხელს არ მოაწერს

03.06.24 13:32
გახარიას პარტია ზურაბიშვილის წარდგენილ ქართულ ქარტიას ხელს არ მოაწერს

გახარიას პარტია ზურაბიშვილის წარდგენილ ქართულ ქარტიას ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. 

ოპოზიციის წევრის განმარტებით, "ქართულ ქარტიაში" გათვალისწინებული რეფორმები მათთვის მისაღებია გარდა ერთისა, რომელიც დროებითი მთავრობის შექმნას ეხება. ლილუაშვილის თქმით,  აღნიშნული საკითხი 26 ოქტომბრის, როგორც გადამწყვეტი არჩევნების მნიშვნელობას აზიანებს. 

პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ პარტია გახარია საქართელოსთვის სრეულად უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიცირეული ქართული ქარტიით გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს, რაც შეეხება ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისა და შესაბამისად, დროებით მთავორბის ფორმირების საკითხს, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის, როგორც გადამწყვეტი არჩევნების მნიშვნელობას აზიანებს, შესაბამისად, ჩვენი გუნდი ამ საკითხასა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზეპასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ ვერ მოაწერს წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები