"ენმ ხელს მოაწერს ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას" - სააკაშვილი ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატსა და ერთიანი სიის საჭიროებაზე საუბრობს
"უახლოეს საათებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მათ შორის ჩემი მხარდაჭერით ხელს მოაწერს სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას“ - ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალური რაოდენობის პოლიტიკური ძალები მივიდეს", - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას გააკეთა.
სააკაშვილმა მიმართა ოპოზიციურ პარტიებს, რომ საჭიროა მათ შეძლონ კოორდინაცია იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებაზე, ასევე უნდა შეძლონ კოორდინაცია ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით.
მინდა ვთქვა, რომ უახლოეს საათებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მათ შორის ჩემი მხარდაჭერით ხელს მოაწერს სალომე ზურაბიშვილის "ქართულ ქარტიას". ჩვენ ვართ ერთიანობის მომხრე, მთლიანად ვუჭერთ მხარს ამ ქარტიის სულისკვეთებას, ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალური რაოდენობის პოლიტიკური ძალები მივიდეს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს (კოორდინაცია) მათ შორის ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის უნდა შეგვეძლოს კოორდინაცია იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებას, ამას ალტერნატივა არ აქვს," - ამბობს სააკაშვილი.