ვერცერთი მათემატიკით ისინი ვერ მოიგებენ... გავიმარჯვებთ სახელოვნად - სააკაშვილი

03.06.24 14:01
ვერცერთი მათემატიკით ისინი ვერ მოიგებენ... გავიმარჯვებთ სახელოვნად - სააკაშვილი

"ვინაიდან ვერცერთი მათემატიკით ისინი ვერ მოიგებენ, 26 ოქტომბერი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი საუბრობს.

სასამართლო პროცესზე ჩართვის დროს მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების დღეს ამომრჩევლის აქტიურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ვინაიდან ვერცერთი მათემატიკით ისინი ვერ მოიგებენ, 26 ოქტომბერი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში საუკუნეების განმავლობაში. ეს იქნება დრო, როცა აბსოლუტურად ყველა უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებთან და აუცილებლად გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად,“ - ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები