კანონი პირდაპირ საერთოდ არ არის კავშირში ინვესტიციებთან - დავითაშვილი რუსულ კანონზე

03.06.24 14:54
კანონი პირდაპირ საერთოდ არ არის კავშირში ინვესტიციებთან - დავითაშვილი რუსულ კანონზე

"ეს კანონი სულ სხვა რამეს ეხება, მე ვფიქრობ, რომ პირდაპირ საერთოდ არ არის კავშირში ინვესტიციებთან", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი საუბრობს. 

ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რუსული კანონი, რომელიც ძალაში რამდენიმე დღეში შევა, ბიზნეს საერთოდ არ ეხება. რაც შეეხება კითხვას, "მაშინ რატომ გამოხატავენ წუხილს ბიზნესმენები?", დავითაშვილი ყველას ურჩევს, რომ "მოდი, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ, დაველოდოთ შედეგებს და მერე შევაფასოთ". 

საქართველოს საინვესტიციო კლიმატი არის საკმაოდ მიმზიდველი. ამ კანონით შეიძლება არც გაძლიერდა და შეიძლება არ შესუსტდა. ეს კანონი სულ სხვა რამეს ეხება, მე ვფიქრობ, რომ პირდაპირ საერთოდ არ არის კავშირში ინვესტიციებთან. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოჩნდება დროში. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მოვლენებზე, რომელიც მომავალში უნდა მოხდეს დროში, ამიტომ დროს ნუ დავკარგავთ, მოდი, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ, დაველოდოთ შედეგებს და მერე შევაფასოთ, ვისაუბროთ. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენს გადაწყვეტილებებზე,“ - ამბობს ლევან დავითაშვილი.

მსგავსი სიახლეები