კალაძე: დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სანქციები არ იქნება

03.06.24 14:59
კალაძე: დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სანქციები არ იქნება

"მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არანაირი სანქციები არ იქნება", - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე საუბრობს.

კალაძე ამტკიცებს, რომ რუსული კანონის დამტკიცების გამო აშშ "ოცნების" ლიდერებს დაასანქცირებს. 

საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ. არც იმას ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული, იმიტომ, რომ არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ. როგორ შეიძლება სანქციები დაუწესო ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში იღებენ კანონს და ამის უფლება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიანიჭა, მაგალითად, დეპუტატებს და ხელისუფლებას, რომელიც დღეს წარმოდგენილია მთავრობის სახით. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არანაირი სანქციები არ იქნება," - ამბობს კალაძე.

მსგავსი სიახლეები