"რუსული კოშმარი დაპირისპირებაში შევიდა ქართველ ხალხთან" - ქარტიას "სტრატეგია აღმაშენებელი" შეუერთდა
"სტრატეგია აღმაშენებელმა" "ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა. ამის შესახებ პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" დაპირისპირებაში ქართველ ხალხთან შევიდა, რაც მისი დასასრულების მომასწავებელია. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ივნიაშვილი ახლა, ფაქტობრივად, ჭაობში იძირება და რაც მეტს "იძალადებს და იფორთხიალებს", მისი რეჟიმი მით მალე დასრულდება.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით მოვაწერე ხელი, რომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. „ქართული ოცნება“ დაპირისპირებაშია შესული არა რომლიმე პარტიასთან ან რომელიმე ლიდერთან, „ქართული ოცნებ“ ანუ რუსული კოშმარი დაპირისპირებაში შევიდა ქართველ ხალხთან და ქართველმა ხალხმა მათ უკვე გამოუტანა საბოლოო განაჩენი. ამას გრძნობენ და როგორც ჭაობში ჩაფლული ხელებს იქნევს ხოლმე და უფრო ეფლობა, ზუსტად ასეა ბიძინა ივანიშვილი. რასაც მეტს იძალადებს, რასაც მეტს იფორთხილებს, უფრო მალე დასრულდება მისი რეჟიმი, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.